თურქეთის ელჩი - იერუსალიმის საკითხზე საქართველოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
თურქეთის მთავრობა ამაყობს, რომ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე სწორი პოზიცია დავიკავეთ, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა. იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ გაეროს რეზოლუციას თურქეთმა მხარი დაუჭირა.
ფატმან ჯერენ იაზგანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„თურქეთის პრეზიდენტმა უკვე განმარტა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების მნიშვნელობა. როგორც თურქეთის მთავრობა, ვამაყობთ, რომ კენჭისყრისას სწორი პოზიცია დავიკავეთ. ასევე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ფატმან ჯერენ იაზგანმა.
იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო იმ ქვეყნების საერთო რაოდენობა, რომლებმაც დოკუმენტს ხმა არ მისცეს, თავი შეიკავეს ან არ გამოცხადდნენ დარბაზში, 65-ა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 21 დეკემბერს დაუჭირა.