„თურქეთის ავიახაზები“ 29 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდში თბილისი-სტამბოლის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს შეასრულებს
„თურქეთის ავიახაზები“ (Turkish Airlines) 29 აგვისტოდან თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები მხოლოდ ერთი მიმართულებით, თბილისიდან სტამბოლში განხორციელდება.
მათივე ცნობით, თბილისიდან სტამბოლში გამგზავრება 29 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველ შაბათს იქნება შესაძლებელი.