თურქეთის არმიამ სირიის ქალაქ ჯინდერესის ცენტრზე კონტროლი დაამყარა
თურქეთის არმიამ სირიის ქალაქ ჯინდერესის ცენტრზე კონტროლი დაამყარა

თურქეთის არმიამ სირიის აფრინის რეგიონში ქალაქ ჯინდერესის ცენტრზე კონტროლი დაამყარა.

ქალაქის რამდენიმე უბანში თურქ სამხედროებსა და ქურთულ სამხედრო ჯგუფებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

თურქეთის არმია იარაღით აღჭურვილ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურთულმა ჯგუფებმა ქალაქის ტერიტორია დანაღმეს.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 3 000-ზე მეტი ქურთი სამხედრო განეიტრალდა. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთის არმიის დაბომბვებს 165 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.