თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის არმია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ მარტში დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოქმედებს და ერაყში, ქანდილის მთებისკენ მიემართება.
თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის პრესსპიკერის განცხადებით, თურქეთი ერაყისკენ ანტი-ტერორისტულ კამპანიას ოპერაცია „ევფრატის ფარის“ და ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დასრულების შემდეგ ავითარებს.
ქანდილის მთები, რომელიც ერაყ-ირანის საზღვარზე მდებარეობს, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მთავარი დასაყრდენია. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთულ სამხედრო ჯგუფებს თურქეთი 2015 წლის შემდეგ რეგულარულად ბომბავს.