თურქეთი უკრაინულ არმიას საჩუქრად გადასცემს „ბაირაქტარს“, რომლის შესაძენადაც თანხას ლიეტუვაში აგროვებდნენ
თურქეთი უკრაინულ არმიას საჩუქრად გადასცემს „ბაირაქტარს“, რომლის შესაძენადაც თანხას ლიეტუვაში აგროვებდნენ

თურქეთი უკრაინულ არმიას საჩუქრად გადასცემს იმ „ბაირაქტარს“, რომლის შესაძენადაც თანხას ლიეტუვაში აგროვებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი „ტვიტერით“ ავრცელებს.

„წარმოუდგენელია, მაგრამ თურქეთი ახლახანს დათანხმდა, რომ „ბაირაქტარი“, რომლის შესაძენადაც თანხას ლიეტუვა აგროვებდა, უფასოდ გადასცეს უკრაინას. ეს საოცრებაა. ჩვენს მიერ შეგროვებული თანხით კი „ბარაიქტარისთვის“ საჭირო საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას შევიძენთ. ეს ფული ასევე დაიხარჯება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა თურქეთს“, – წერს ანუსაუსკასი.

როგორც მანამდე უკრაინული მედია იუწყებოდა, ლიეტუველებმა 3,5 დღეში „ბაირაქტარის“ შესაძენად ხუთი მილიონი ევრო შეაგროვეს.