თურქეთი უკრაინას ენერგოსექტორის აღდგენაში დაეხმარება
თურქეთი უკრაინას ენერგოსექტორის აღდგენაში დაეხმარება

თურქეთი უკრაინას ენერგოსექტორის აღდგენაში დაეხმარება.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, ამის შესახებ მხარეები თურქეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც უკრაინის წარმომადგენლებმა თურქ დიპლომატს რუსეთის დაბომბვების შედეგად ენერგოსისტემაში არსებული რთული ვითარების შესახებ აცნობეს.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ენერგოსექტორის აღდგენის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის, საჭირო აღჭურვილობის მიწოდებისა და თურქეთის მხრიდან ტექნიკური, ექსპერტული მხარდაჭერის საკითხები.