თურქეთი სირიის ჩრდილოეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ განახლებით იმუქრება
თურქეთი სირიის ჩრდილოეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ განახლებით იმუქრება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულეს. ჩვენი ნაწილი შევასრულეთ. თუ შედეგს ვერ მივიღებთ, კვლავ გავიმეორებთ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქული მხარის ინფორმაციით, ქურთულ შენაერთებს ტერიტორია სრულად არ დაუტოვებიათ.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო, 17 ოქტომბერს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ კი სამხედრო ოპერაცია ანკარამ შეაჩერა.