თურქეთი რუსული რადიოლოკაციური სისტემის გამოცდას იწყებს
თურქეთი რუსული რადიოლოკაციური სისტემის გამოცდას იწყებს

თურქეთი რუსული რადიოლოკაციური სისტემის გამოცდას დღეიდან დაიწყებს. საუბარია ანკარას მიერ მოსკოვისგან შეძენილ „ეს-400“-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემაზე, რომლის გამოცდა თურქეთის დედაქალაქის სიახლოვეს არის დაგეგმილი. ინფორმაციას „სი-ენ-ენ თურქი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები და მათ შორის ამერიკული გამანადგურებელი „ეფ-16“. თურქ სპეციალისტებს სურთ შეამოწმონ რამდენად მდგრადია კავშირი საჰაერო ხომალდებსა და რუსულ სარაკეტო სისტემას შორის.

სი-ენ-ენ თურქი“ იუწყება, რომ რადიოლოკაციური სისტემის გამოცდა ხვალამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთთან საზენიტო სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას 2017 წელს მიაღწია. შეიარაღება თურქეთში 2019 წლის ივლისში ჩაიტანეს.

თურქეთის მიერ რუსული ტექნიკის შესყიდვის წინააღმდეგი იყო აშშ და ნატო.