თურქეთი მზად არის, ბეირუთის მთავრობას პორტის მშენებლობაში დაეხმაროს
თურქეთი მზად არის, ბეირუთის მთავრობას პორტის მშენებლობაში დაეხმაროს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოკტაიმ ლიბანში ვიზიტის დროს გააკეთა.
ლიბანში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.
ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება სამშაბათს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 154 ადამიანი, ხუთი ათასზე მეტი კი დაშავებულია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო , რომ ქალაქში შენობების უმეტესობა დაზიანდა. ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც პორტში აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს.