თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სირიის თავდაცვითი ძალებიდან ქურთული მილიცია გარიცხოს
თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სირიის თავდაცვითი ძალებიდან ქურთული მილიცია გარიცხოს

თურქეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იმ შენაერთებიდან, რომელსაც სირიაში მხარს უჭერს, ქურთული მილიცია გარიცხოს, – წერს reuters.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გაიმართა. საუბარი შეეხო საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირს მნიშვნელოვნად ძაბავს.

რექს ტილერსონი თურქეთში ხუთშაბათს ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის დაძაბული იქნება. განსაკუთრებით, ამის მიზეზი აშშ-ის მიერ სირიაში ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაა, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

თურქეთმა გასულ თვეში სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე აფრინში ქურთი მებრძოლების გასანეიტრალებლად სამხედრო ოპერაციაც დაიწყო.

ქურთული შენაერთი სირიის სამთავრობო თავდაცვითი ძალების მთავარი ნაწილია, რომლებსაც აშშ წვრთნის და აიარაღებს ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად.

რაც შეეხება ტილერსონს, რომელიც თურქეთში ხუთი ქალაქის ტურის ფარგლებში იმყოფება, მან ანკარაში გამგზავრებამდე ბეირუთში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და თურქეთს ძირითადი მიზანი აერთიანებთ, მათი უთანხმოება მხოლოდ ტაქტიკის საკითხია.