ტურიზმის სააგენტო - 2024 წლის ექვს თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 38.8%-ით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 38.8%-ით გაიზარდა.
„საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია.
ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.