ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია გამართა
ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.
ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ, დარგის კონსულტანტების ჩართულობით, 3 200-მდე სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია, გაფილტროს რეგიონები, ადგილები. ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ლოკაცია, გაეცნოს ინფორმაციას, დაათვალიეროს ფოტოები, რაც აისახება პირად რუკაზე და ვიზიტორს საშუალება ექნება, დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.
ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობების, საფეხმავლო ტურების გეგმები, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სათავგადასავლო მიმართულებით დაინტერესებულ ვიზიტორს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის შესახებ.
ვებგვერდზე მოეწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა. ვიზიტორს შეუძლია, აირჩიოს სასურველი მარშრუტი და დაგეგმოს მოგზაურობა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და სხვა ტრანსპორტით.
ახალი ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან.
ვებგვერდი სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალისთვის შემუშავდა პოზიცინირების სტრატეგია როგორც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ნაწილში, ასევე ციფრული რეკლამირების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პორტალის სწორ პოზიციონირებას და მიზნობრივი ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს. საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი. ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.