ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამოგზაურო პლატფორმა Expedia-ზე ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამოგზაურო პლატფორმა Expedia-ზე ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

Expedia-სა და მის პარტნიორ ვებგვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები, კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი ტურისტული განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიის შესახებ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.