ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამეგრელოში პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამეგრელოში პრესტური გაიმართა.
სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელმა ანაკლიაში ფესტივალის Anaklia EchoWaves მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ეთნოსოფელი „სისა ტურა“- დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში კერამიკის სახელოსნოს ეწვივნენ.
პრესტურის მიზანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.
„სამეგრელოს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს. ჩვენ პრესტურის ფარგლებში გვსურს პოპულარიზაცია გავუწიოთ ისეთ ტურისტულ პროდუქტებს, რაც დაეხმარება ადგილობრივებს, მეტი ვიზიტორი მიიღონ და ჰქონდეთ მეტი შემოსავალი.
ჩვენ ვეწვიეთ სხვადასხვა ოჯახებს, რომლებიც ჩართულები არიან ტურისტულ ბიზნესში, ანაკლიაში დავათვალიერეთ ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენი მიზანია სამეგრელოს მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური ეწვიოს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.