ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში პრესტური გაიმართა [ფოტო]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ლეჩხუმში პრესტური გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ჩანჩქერი რაჩხა, მწვანე ტბა, ღვირიშის ჩანჩქერი და მურისციხე დაათვალიერეს.
ჟურნალისტები ასევე ესტუმრნენ სოფელ ოყურეშს, სადაც ვახტანგ ასლანიკაშვილის მარანში საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო „უსახელოური“ დააგემოვნეს.