ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზამთრის სათხილამურო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაიმართა გასართობი აქტივობები, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.

ამასთან, დღის ბოლოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.

გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა ორი ახალი საბაგირო და სამი სასრიალო ტრასა.