ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს Lonely Planet-ის, Travel Magazine-ის, TNT Magazine-ის შვიდი ჟურნალისტი ეწვია.
ტურის ფარგლებში, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.