ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო

17:35, 23.04.2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს Lonely Planet-ის, Travel Magazine-ის, TNT Magazine-ის შვიდი ჟურნალისტი ეწვია.

ტურის ფარგლებში, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

მსგავსი