ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 160,1 პროცენტით გაიზარდა
2022 წლის მარტში საქართველოში 214 644 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 160,1 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 127 068 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 85 469, საზღვაო გზით – 1 066 და სარკინიგზო გზით – 1 041.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 35 959 ვიზიტორი, რუსეთი – 33 556 ვიზიტორი, სომხეთი – 32 228 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 20 936 ვიზიტორი, ისრაელი – 15 709 ვიზიტორი, უკრაინა – 13 018 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 11 360 ვიზიტორი, ბელარუსი – 7 507 ვიზიტორი, ყაზახეთი – 6 032 ვიზიტორი, ირანი – 5 994 ვიზიტორი, უზბეკეთი – 3 291 ვიზიტორი, გერმანია – 2 787 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 087 ვიზიტორი, აშშ – 2 013 ვიზიტორი, ინდოეთი – 1 964 ვიზიტორი.