ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 424.4 პროცენტით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 424.4 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის იანვარში საქართველოში 177 072 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 424.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 86 734 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 89 044, საზღვაო გზით – 485 და სარკინიგზო გზით – 809.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 31 775 ვიზიტორი, რუსეთი – 28 381 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 22 119 ვიზიტორი, სომხეთი – 19 606 ვიზიტორი, უკრაინა – 12 631 ვიზიტორი, ისრაელი – 8 240 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 221 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 552 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 4 439 ვიზიტორი, ირანი – 4 083 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 678 ვიზიტორი, უზბეკეთი – 3 339 ვიზიტორი, ფილიპინები – 2 026 ვიზიტორი, ინდოეთი – 1 927 ვიზიტორი, პოლონეთი – 1 849 ვიზიტორი.