ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცდილებას უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ
უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციების შემდეგ, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის განვითარების კომიტეტის წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ.
სტუმრები ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკით და ხედვებით დაინტერესდნენ.
გიორგი ჩოგოვაძისგან მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად ხდება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა.
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ მარკეტინგული კამპანიებითაც, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებს.
შეხვედრას უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.