ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისთვის სამეგრელოში ინფოტურს ატარებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტურებს აგრძელებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციამ (Gitoa), ასევე საქართველოს ტურიზმისა და ეკოტურიზმის ასოციაციამ (GTA) შეარჩიეს.
„ინფოტურის მიზანია, შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით, ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, ტურის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში დედამოკას ხეობას, თოკების ნოქალაქევის ციხე-გოჯის, აბეთადას ციხეს დაათვალიერებენ. ბალდას ხეობაში მოინახულებენ ტობას და ონიარეს ჩანჩქერებს. ეწვევიან კერამიკის სახელოსნოსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს.