ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ნოემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 91.6 პროცენტით შემცირდა
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში 45 363 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 91.6 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 41 139 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 3 530, საზღვაო გზით – 507 და სარკინიგზო გზით – 187.
რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ესენია:
თურქეთი – 17 780 ვიზიტორი; კლება წინა წელთან -78.2 პროცენტი;
სომხეთი – 8 510 ვიზიტორი; კლება წინა წელთან -92.7 პროცენტი;
საქართველო (არარეზიდენტი) – 4 582 ვიზიტორი; კლება წინა წელთან -88.6 პროცენტი;
აზერბაიჯანი – 3 902 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -96.6 პროცენტი;
რუსეთი – 3 788 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -95.4 პროცენტი;
უზბეკეთი – 1 785 ვიზიტორი; ზრდა წინა წელთან შედარებით +42.6 პროცენტი;
უკრაინა – 1 177 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -90.9 პროცენტი;
ბელარუსი – 597 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -83.5 პროცენტი;
ყაზახეთი – 531 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -94.2პროცენტი;
ყირგიზეთი – 264 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -84.3პროცენტი;
აშშ – 239 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -90.6 პროცენტი;
გერმანია – 234 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -93.6 პროცენტი;
ტაჯიკეთი – 222 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -58.8პ როცენტი;
საფრანგეთი – 218 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -86.7 პროცენტი;
ბულგარეთი – 209 ვიზიტორი; კლება წინა წელთან შედარებით -70.9 პროცენტი;