ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ – სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან იანვრის ბოლომდე, გიდებს 10-დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.
ამასთან, სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია, გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – მწვანე პასპორტი საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული).