ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ექვს თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ექვს თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

„ექვს თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი  ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 1 651 655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.