ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა 865.8 მილიონი დოლარი შეადგინა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა 865.8 მილიონი დოლარი შეადგინა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქტომბრის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 110 505 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი – 35 829 მატება წინა წელთან 89,0%; 2. რუსეთი – 29 159 მატება წინა წელთან 570,9%; 3. სომხეთი – 19 301 მატება წინა წელთან 104,7%; 4. საქართველო (არარეზიდენტი) – 16 437 მატება წინა წელთან 231,1%; 5. უკრაინა – 14 567 მატება წინა წელთან 1230,3%; 6. ისრაელი – 13 944 მატება წინა წელთან 9134,4%; 7. ყაზახეთი – 8 843 მატება წინა წელთან 1250,1%; 8. საუდის არაბეთი – 8 748 მატება წინა წელთან 437300,0%; 9. აზერბაიჯანი – 8 358 მატება წინა წელთან 113,0%; 10. პოლონეთი – 5 398 მატება წინა წელთან 9370,2%.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 161.9 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა 865.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის შედეგზე 60%-ით მეტია.

2021 წლის ოქტომბრის ტურისტული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი.