ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკას ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174 466 980 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144 924 836 (+490.6%) აშშ დოლარით.
იანვარ-მარტის თვეებში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393 708 363 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტის თვეეებთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340 157 176 (+635.2%) აშშ დოლარით.