ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის განცხადებას ავრცელებს
ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზი მოქმედებს, სადაც დარეკვა შეუძლიათ სააქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს.

„საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების და მათი მასპინძელი კერძო სექტორის საყურადღებოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.