ტურიზმის ადმინისტრაცია - 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7 პროცენტით აღდგა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები კი 78.5 პროცენტით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდა +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7 პროცენტით აღდგა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა ოქტომბერშიც.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +82.6 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5 პროცენტი აღდგენილია.
2022 წლის ათ თვეში საქართველოში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +188.5 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8 პროცენტია.
2022 წლის ათ თვეში საქართველოში 3 048 728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, ზრდა +137.9 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8 პროცენტია.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.