ტურიზმის ადმინისტრაცია - 11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ადმინისტრაცია - 11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში 471 165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, +160.4%-ია,

„2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.  ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4% აღდგენილია. ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის იანვარი-ნოემბერი: 2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, ზრდა +185.5%-ია.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.