თუ დასაქმებული შრომის უნარს დაკარგავს, დაგროვებითი პენსიის თანხის სრულად აღება შეეძლება
თუ დასაქმებული შრომის უნარს დაკარგავს, დაგროვებითი პენსიის თანხის სრულად აღება შეეძლება

დაგროვებითი პენსიის სისტემას რამდენიმე გამონაკლისი აქვს – იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია. ასევე, თანხის სრულად აღება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ, პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება – ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.

ამასთან, პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს. რაც შეეხება თანხის გატანას, მემკვიდრეს შეუძლია, მხოლოდ პენსიაზე გასვლის დროს დახარჯოს მიღებული თანხა.

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.