ლაშა ხუციშვილი - იდეები და მოსაზრებები, რომლებსაც „ლელოსგან“ ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის
ლაშა ხუციშვილი - იდეები და მოსაზრებები, რომლებსაც „ლელოსგან“ ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარტია „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

ხუციშვილის თქმით, ფაქტობრივად, არ დარჩა არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ „ლელოს“ განცხადებები არარეალურია.

„ალბათ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფაქტობრივად, არ დარჩა არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია, ეს ემსახურება ერთადერთს, შეცდომაში იქნეს შეყვანილი საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. დაახლოებით ექვსი მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ცხრაპროცენტიანი ეკონომიკური ზრდით 100 პროცენტს ოთხ წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.