თსუ-ს პირველ კორპუსთან მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია იმართება [ფოტო]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია იმართება.
აქციაში „აუდიტორია #115“-ის წევრები და სტუდენტები მონაწილეობენ.
„აუდიტორია 115“- ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც დღეში 400 000 მოქალაქე გადაჰყავთ, ნორნალურ ანაზღაურებას იმსახურებენ.
„ისინი უდიდეს საქმეს აკეთებენ ქალაქისთვის და მოვითხოვთ მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების ზრდას. სათანადო ზეწოლის შეთხვევაში, თბილისის მერიაში არსებობს რესურსი იმისა, რომ რამდენიმე ათეულ მემანქანეს გაუზარდონ ხელფასი. ეს არ არის კატასტროფული მოთხოვნა“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.