თსუ-ს თანამშრომლებს, რომლებიც კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დადუდასტურდათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უნივერსიტეტიდან აცნობეს.
მათი თქმით, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 15-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული და ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია. ამასთან, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და ორ კვირაში განმეორებით ტესტებს ჩაუტარებენ.
ახალი კორონავირუსით ინფიცირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს გუშინ დაუდასტურდა.
უნივეტსიტეტში აცხადებენ, რომ მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები და თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით.