ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
14:25, 04.11.2017
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
უკმაყოფილოა მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელის საჩივარიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრიც.
პარტიები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.