ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა – ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი

14:25, 04.11.2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.

უკმაყოფილოა მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელის საჩივარიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრიც.

პარტიები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=9QQpGXgmAnM

მსგავსი