თრონდ ჰელელანდი - ნორვეგია ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმედი გვაქვს, ერთ დღეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება
თრონდ ჰელელანდი - ნორვეგია ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმედი გვაქვს, ერთ დღეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება

ნორვეგია, რომელმაც ახლახან გახსნა საელჩო საქართველოში, ძალიან ახლოდან აკვირდება თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ვართ იმ პროცესების, რომლებიც თქვენს ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება და იმედიანად ვართ, რომ საქართველო ერთ დღეს შეძლებს, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო-ს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თრონდ ჰელელანდმა განაცხადა.

თრონდ ჰელელანდის თქმით, იმედია, რომ ერთ დღეს საქართველოს ბრძოლა წარმატებით დასრულდება.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და შეიძლება ამ მიმართულებით არ უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს, მაგრამ თქვენი ძალისხმევა, რომ გახდეთ ევროპის მოკავშირე, ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, რთულია ვითარება რუსეთის აგრესიისა და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ასევე რთული ვითარებაა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი გეგმავს საკუთარი გემები თქვენი მიმართულებით გადმოისროლოს. თქვენ ალბათ ძალიან აღშფოთებულები ხართ, რადგან ეს ახალი ნაბიჯია უსაფრთხოების გარემოში. ნორვეგია ამას ყურადღებით აკვირდება. ჩვენ თქვენსავით პატარა ქვეყანა ვართ და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ჰელელანდმა.