ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი აღმოუჩინეს. როგორც თურქული მედია წერს, მამაკაცი საიუველირო მაღაზიაში დააკავეს.
მაღაზიის მეპატრონე ყვება, რომ მამაკაცს ოქროს სამკაულის ყიდვა უნდოდა და გამყიდველს 500-ევროიანი მიაწოდა. მაღაზიის მეპატრონემ ფული გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ყალბი იყო.
გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი ბანკნოტი, რომლებსაც რუსული წარწერა აქვს.