ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები თებერვალში გახდება ცნობილი
ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები თებერვალში გახდება ცნობილი

თებერვლიდან მიკროავტობუსების ნაწილი მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ასეთი გაჩერებები დედაქალაქის 14 ქუჩაზე იქნება. რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ტაქსების,მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ ცნობილი თებერვალში გახდება

,,მიდის მუშაობა, შესაბამისად რეგულაციაც წესში იქნება შესატანი, რომ თვითონ მიკროავტობუსების მონაწილე კომპანია დაემორჩილოს. ასევე, დედაქალაქში შემომავალი სამარშრუტო ტაქსები, მაგალითად რუსთავი-თბილისი, რეალურად რომელიც ნებართვის მფლობელია, მათთანაც წესში შევა ცვლილება და მოუწევთ დაემორჩილონ რეგულირებას, რისთვისაც შესაბამისი მზადებები მიმდინარეობს. დაახლოებით თებერვლისთვის სრული მზადყოფნა გვექნება”, – განაცხადა მუმლაძემ.