ტრანსანატოლიურმა მილსადენმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 932 მილიონი ევრო მიიღო
ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP) ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 932 მილიონი ევრო მიიღო. გაზსადენი თურქეთში შენდება და მისი მეშვეობით აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მოხვდება, – ამის შესახებ ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მშენებლობის დაფინანსებაში უკვე მონაწილეობენ მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი.
„პროექტი სამხრეთის გაზის კორიდორის საკვანძო პროექტია. ინიციატივის, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ენერგოპოლიტიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანად”, – აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებგვერდზე.
ცოტა ხნის წინ 1.5 მილიარდი ევრო EIB-სგან ტრანსადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) მიიღო.