ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინას შესაძლოა, ერთი ტრილიონი ევრო დასჭირდეს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად

00:15, 22.06.2022

უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად შესაძლოა, ერთი ტრილიონი ევრო დასჭირდეს, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა ვერნერ ჰოიერმა განაცხადა.

„მე დავასახელე რაოდენობა – ერთი ტრილიონი, რადგან საჯარო სივრცეებში ვნახე ციფრები, რომლებსაც სრულიად არარეალისტურად მივიჩნევ იმ განადგურების ფონზე, რასაც ვუყურებ“, – განაცხადა ჰოიერმა.

ჰოიერის თქმით, ამ პირობებში ევროპას მთავარი როლის შესრულება მოუწევს. ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირის განმავლობაში ბრიუსელში სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხსაც განიხილავენ.

მსგავსი