ტრამპმა დემოკრატების მიერ შედგენილი დოკუმენტის გამოქვეყნება დაბლოკა
ტრამპმა დემოკრატების მიერ შედგენილი დოკუმენტის გამოქვეყნება დაბლოკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ შედგენილი დოკუმენტის გამოქვეყნება დაბლოკა. დოკუმენტი დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტში შეადგინეს, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს ეხება. დემოკრატების მიერ შედგენილი დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნა, დონალდ ტრამპმა კი აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას ხელი არ მოაწერა.

პრეზიდენტის არგუმენტით, აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს და მისი გასაჯაროება არა მართებული იქნება. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დემოკრატების მიერ შედგენილი მასალა სახელმწიფო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

ერთი კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნა.

დოკუმენტები ფედერალურ გამოძიების ბიუროს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის თანაშემწეს, კარტერ ფეიჯს უკანონოდ უთვალთვალებდა.