ტრამპი - რუსეთი ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენას ეცდება, მათ არ სურთ დონალდ ტრამპი
ტრამპი - რუსეთი ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენას ეცდება, მათ არ სურთ დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებში შესაძლოა, რუსეთი ჩაერიოს. მისი აზრით, ჩარევის შემთხვევაში, რუსეთი არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას ეცდება. სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ რუსეთს ის პრეზიდენტად არ სურს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ეცდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემსავით მკაცრი. სწორედ ამიტომ, ისინი დემოკრატების გამარჯვებას ეცდებიან. მათ ნამდვილად არ სურთ დონალდ ტრამპი“, – დაწერა სოიალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ტრამპმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატის სრული გადახარისხება მოხდება. ამასთან, სენატის 100 წევრიდან 35 ახალს, ასევე 39 გუბერნატორს აირჩევენ. ამის პარალელურად კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.