ტრამპი - ნატო-ს ყველა წევრმა უნდა დახარჯოს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და ცოტა მეტიც
ტრამპი - ნატო-ს ყველა წევრმა უნდა დახარჯოს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და ცოტა მეტიც

აშშ-ის ადმინისტრაციას სურს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი დახარჯონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ნატო-ელმა მოკავშირეებმა ალიანსის თავდაცვაზე სამართლიანი წილი უნდა გაიღონ.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაძლიერების აუცილებლობაზე. ყველა წევრმა უნდა შეასრულოს ვალდებულება და დახარჯოს მშპ-ის 2% და ვიმედოვნებთ, რომ ცოტა მეტიც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.