აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიმდინარე სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით კმაყოფილია.
„კიმ ჩენ ინმა საერთაშორისო ექსპერტებს ბირთვულ ობიექტებზე დაშვების უფლება მისცა. აღნიშული საკითხი განიხილებოდა განვლილ სამიტებზეც. ამასთან ერთად, სარაკეტო და ბირთვული ცდები არ ჩატარდება.
ამერიკელი გმირების ცხედრების ნაწილები სამშობლოში კვლავ ბრუნდება. ყველაფერთან ერთად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებმა 2032 წელს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფხენიანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები რიგ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ.