აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ ავტომობილებზე გადასახადის დაწესებით იმუქრება. ტრაპმის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირი გაერთიანების ტერიტორიაზე მოქმედი ამერიკული კომპანიებისთვის გადასახადების დაწესებას განაგრძობს.
„თუ ევროკავშირს სურს, კვლავ განაგრძოს მასობრივი ტარიფებისა და ბარიერების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ჩვენ მარტივად დავამატებთ გადასახადს მათ ავტომობილებზე, რომლებიც თავისუფლად შემოედინება აშშ-ში.
ისინი შეუძლებელს ხდიან ჩვენი ავტომობილების (და არა მარტო) რეალიზაციას. დიდი სავაჭრო დისბალანსია!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.