თოვისა და ქარბუქის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.