თოვისა და ქარბუქის გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.