თოვისა და ქარბუქის გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

22:08, 06.05.2022

თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი