„ტოტენჰემმა“ სონს კვირაში 200 ათასი ფუნტი შესთავაზა
„ტოტენჰემმა“ სონს კვირაში 200 ათასი ფუნტი შესთავაზა

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჰეონ-მინ სონმა, შესაძლოა, გააგრძელოს თანამშრომლობა ინგლისურ კლუბთან.

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს კორეელ ფეხბურთელს შესთავაზოს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ხელფასი კვირაში 200 ათასი ფუნტი იქნება.

აღვნიშნავთ, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში სონმა პრემიერლიგის შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვა გოლი გაიტანა.